პატარა სახლის მშენებლობა, საგურამო

მიმდინარე პროექტი, მცირე სახლის მშენებლობა საგურამოში

ქალაქგარეთ პატარა სახლის მშენებლობა არის საკმაოდ სპეციფიური, რადგანაც იგი უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივ ბუნებას და გარემოს. ასევე იაფი სახლების მშენებლობა არ გულისხმობს იმას რომ სახლი იქნება უხარისხო. უბრალოდ სახლის დაპროექტება და მშენებლობა ხდება პატარა სახლის მასშტაბების გათვალისწინებით.

პატარა და ბიუჯეტური მშენებლობა არ ნიშნავს დაბალ ხარისხს

ეკონომია არ კეთდება ხარისხზე, შესაძლებელია შედარებით ბიუჯეტური გადასახური მასალის, ნაკლებფასიანი კარ-ფანჯარის გამოყენება ხარისხის დაკარგვის გარეშე. სამაგიეროდ სწრაფი მშენებლობა გვაძლევს საშუალებას რომ ცივი სეზონის დადგომამდე შევუდგეთ სარემონტო სამუშაოებს.

პროექტი დაიწყო დაგეგმილად, წინასწარ გავლილი დეტალები დარჩა უცვლელი ყველა ეტაპზე,  დამკვეთთან ჩვენი იდეების სრული თანხვედრით. იგი ნამდვილად ხელს უწყობს ჩვენს ჯგუფს, რომ დროულად დასრულდეს სახლის მშენებლობა და გამოვიდეს საუკეთესო. დაუმთავრებელი მშენებლობა გარკვეულ პრობლემებს ქმნის ზამთრის სეზონის დადგომისას.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები