პრემიუმ კლასის კერძო სახლის მშენებლობა წყნეთში

მიმდინარე მშენებლობა, არასტანდარტული კერძო სახლის პროექტი 

ბოლო წლებში ჩვენი არქიტექტორების ნამუშევრები სულ უფრო საინტერესო ხდება. ვცდილობთ რომ საკუთარი სახლების არქიტექტურული პროექტები შეესაბამებოდეს მსოფლიოს თანამედროვე ტენდენციებს. ეს არქიტექტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვაშენებთ და ვარემონტებთ, გატანილი იქნა ევროპის ერთ-ერთ არქიტექტურულ ფესტივალზე და საპატიო პირველი ადგილიც დაიკავა.

საკუთარი სახლის მშენებლობის კონსტრუქციული სირთულეები

ასეთი პროექტის შავი კარკასის მშენებლობა საკმაოდ რთულია, რადგან კონსტრუქცია მოითოვს დიდ ყურადღებას და კონტროლს. გამორიცხულია თუნდაც მინიმალური შეცდომის დაშვება. აღსანიშნავია ასევე რომ კერძო სახლის აშენება მოხდა კლდოვან ნიადაგზე.

მშენებლობა სახლების, აუზის და სხვა შენობების, ასეთი არქიტექტურული პროექტით – შრომატევადია, ჩვეულებრივზე მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ საინტერესოცაა ჩვენი გუნდისთვის.

სახლის დიზაინის გამორჩეული მიდგომა

ამ პროექტში აუზის აშენება შიდა ფართში დაიგეგმა. მთლიანად სახლს და ყველა ოთახს არასტანდარტული ფორმა აქვს. ფასადის 70 პროცენტს ვიტრაჟები მოიცავს, რაც სახლს ნათელს ხდის და ბუნებასთან უფრო აახლოვებს დამკვეთ ოჯახს.

მიმდინარეობს სახლის ფასადის მოპირკეთება ინოვაციური მასალებით, რომელიც საქართველოში ფართოდ ჯერ არაა წარმოდგენილი. ბელგიაში წარმოებული Cedral Eternit კომპოზიტური ფილები ლამაზ თანამედროვე ვიზუალთან ერთად დაიცავს სახლის ფასადს ნესტისგან და მდგრადია ბუნებრივი ფაქტორების და მექანიკური დაზიანების მიმართ.

კერძო სახლის შემდგომი ეტაპი სრული რემონტი

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია შავი კარკასი რემონტი, შიდა სივრცის მოპირკეთება და ლანდშაფტური სამუშაოები, რაც სახლს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და სრულყოფს გამორჩეულ პროექტს.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები