სააგარაკე სახლის მშენებლობა რემონტი, საგურამოში

სააგარაკე სახლის მშენებლობა და სრული რემონტი, ობიექტი საგურამოში

ჩვენი გუნდის მიერ  შესრულებული ორსართულიანი  სააგარაკე სახლის მშენებლობა 

სააგარაკე სახლის მშენებლობა ქალაქგარეთ, ქალაქებში მშენებლობისგან განსხვავდება იმ თვალსაზრისით, რომ არ არის ხელის შემშლელი ფაქტორები, როგორიცაა ქუჩების სივიწროვე ტექნიკისთვის, მეზობლების სიახლოვე. კერძო სახლის არქიტექტურული პროექტით საკმაოდ დიდი და მძიმე შენობა დაიგეგმა. ჩვენ შევეცადეთ მშენებლობის პროცესში მყუდრო გარე ლანდშაფტით და დეკორატიული ელემენტებით შეგვექმნა უფრო მსუბუქი გარემო ჩვენი დამკვეთისთვის.

სახლის პროექტის დახვეწა სააგარაკე სახლის აშენებისას

ამ დაკვეთის შემთხვევაში სახლის არქიტექტურული პროექტი ჩვენი კომპანიის არქიტექტორების მიერ არ იყო შესრულებული. ჩვენ აშენების პროცესში უნდა მოვრგებულიყავით სახლის უკვე მზა დასრულებულ პროექტს. მშენებლობა და რემონტის პროცესში შევიტანეთ ჩვენი დირექტივები ფასადში და სახლის შიდა ინტერიერშიც. სახლი გახდა მეტად კლასიკური და ლამაზი. ჭედურმა ელემენტებმა შეიტანა მთლიან კონსტრუქციაში სიმსუბუქე და ჰარმონია.

სააგარაკე სახლის რემონტი და ოთახების დაგეგმარება

აგარაკის რემონტი ,ბინის რემონტისგან განსხვავებით, კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. აგარაკის შიდა ინტერიერი ადამიანის სრულყოფილ დასვენებას უნდა უწყობდეს ხელს. რადგანაც წელიწადის რაღაც ნაწილი სააგარაკე სახლი დაკეტილია, უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ნესტი, გაკეთდეს სწორი იზოლაცია და ვენტილაცია. ოთახები დაიგეგმა ისე რომ ყოფილიყო ბევრი დასასვენებელი და გასართობი სივრცე. ასევე გათვალისწინებულია სტუმრების განთავსების შესაძლებლობა. რადგანაც დამკვეთის ოჯახი მრავალრიცხოვანი და სტუმართმოყვარეა, სართულები გავყავით ზონებად, სადაც საძინებლები და სველი წერტილები მაქსიმალურად იზოლირებულია.

სახლში არის დიდი ჰოლი ბუხრით. მყუდრო სამზარეულოდან, რომელიც გაწყობილია კლასიკური სტილის ავეჯით, გავდივართ უკანა ეზოში. აქ მოვაწყეთ ბარბექიუს ზონა. ჩვენი კომპანიის ოსტატების მიერ შესრულდა სამზარეულოს ავეჯის ესკიზიც და აწყობა-მონტაჟი.

სახლის რემონტი კლასიკურ სტილში

მთლიანად სახლი, ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინი არის გადაწყვეტილი კლასიკურ სტილში. ზომიერი, ზედმეტი ელემენტების გარეშე სახლის დიზაინი წლების განმავლობაში აქტუალური იქნება. აუცილებელი ატრიბუტია აგარაკზე ბუხარი, რომელიც სახლის მშენებლობის დროს გაკეთდა.

კერძო სახლის მშენებლობა თეთრი კარკასი და მისი სრული რემონტი შრომატევადი და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. რაც უფრო დიდია ასაშენებელი ობიექტი, მით მეტი დაგეგმვა, კონტროლი და უსაფრთხოების დაცვაა საჭირო. შეკვეთილი მშენებლობა საკმაოდ დიდი მოცულობის გახლდათ. სააგარაკე სახლი ავაშენეთ და გავარემონტეთ მაქსიმალურად სწრაფად, ჩავაბარეთ დათქმულ ვადებში და დამკვეთი აბსოლუტურად კმაყოფილი დარჩა.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები