სავაჭრო ობიექტის შოურუმი ბელიაშვილზე

ჩვენი ჯგუფის მიერ შესრულებული კომერციული შოურუმის რეკონსტრუქცია და რემონტი

ყოველთვის გვსიამოვნებს როდესაც ჩვენი გუნდის მიერ სრულდება სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც შემდგომ ქალაქის არქიტექტურის დასამახსოვრებელი ელემენტები ხდება. ერთ -ერთი ასეთი პროექტი გახლავთ “Belle Maison”  შოურუმი.

ჩვენი სამშენებლო კომპანიის მოკრძალებული წვლილი ურბანულ არქიტექტურაში

არც თუ შორ წარსულში თბილისის ურბანული დაგეგმარება ქაოტური და ხშირად ესთეტიკას მოკლებული იყო. შენდებოდა ყველგან და ყველაფერი. ბოლო რამოდენიმე წელია არქიტექტურული დიზაინის გაუმჯობესების მყარი ტენდენციაა. ურბანული არქიტექტურა უფრო საინტერესო გახდა და მშენებლობა და რემონტიც სხვა, უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდა. მშენებლობის ხარისხიც გაუმჯობესდა და მეტი ყურადღება ეთმობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, ბევრად გავცდით “აგური-ტალახი” პერიოდს. არქიტექტურა და მშენებლობა თანამედროვე ეტაპზე ითხოვს ახალი და ხარისხიანი მასალების გამოყენებას. მეტი ყურადღება ექცევა სამშენებლო მასალების ეკოლოგიურობას.

ჩვენს მიერ შესრულებული პროექტი წარმოადგენს მაღალი დონის ავეჯის და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმს. შესაბამისად მოთხოვნა იყო საუკეთესო ბრენდებისთვის შოურუმის ინტერიერის რემონტი ყოფილიყო ხარისხიანი და შესრულებული მხოლოდ მაღალი დონის მასალებით.

ძველი შენობის რეკონსტრუქცია და კომერციული ფართის რემონტი

შოურუმის ადგილას იდგა დაუმთავრებელი შენობა, საკმაოდ უსახური. ჩვენს მიერ მოხდა მისი ნაწილობრივი დემონტაჟი და ძველი შენობის გამაგრება. დავაშენეთ დამატებითი სართული. შესრულდა ფასადის მოპირკეთება და სახურავის გადახურვა, სადაც გამოვიყენეთ ბრტყელი გადახურვის ინოვაციური მეთოდი. ჩატარდა შიდა კომერციული ფართის რემონტი და მოწყობა.

ასევე ჩვენი გუნდის ლანდშაფტის დიზაინერებმა იმუშავეს შოურუმის წინ მცირე ბაღზე, რომელიც შენობასთან ორგანულად შერწყმულია. მათ უმცირეს მონაკვეთე მოახერხეს დეკორატიული მცენარეების განთავსება.

 

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები