საკუთარი სახლის დასრულებული მშენებლობა ხაშურში

ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული სახლის მშენებლობა ხაშურში

რეგიონებში კერძო სახლების აშენება შედარებით რთულია, რადგანაც ყველა საჭირო მასალის ტრანსპორტირება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. რაც სახლის მშენებლობის ფასს გარკვეულწილად ზრდის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ნაკლებ საგრძნობი გავხადოთ ეს და სხვადასხვა ხერხით გავამარტივოთ მასალების მიწოდება.

ძირითადად მაინც დამკვეთის სურვილზეა დამოკიდებული რა დაჯდება მშენებლობა. მაგალითად ბლოკის სახლის აშენება უფრო იოლია ვიდრე მონოლითისგან ჩასხმული კედლები.

ბლოკით სახლის მშენებლობა თუ მონოლითი?

ეს პროექტი სრულად შესრულდა მონოლითური სამუშაოებით. დამკვეთის სურვილი იყო სახლი სეისმურად მედეგი ყოფილიყო. ფასადზე ჩასმულია არასტანდარტული და დიდი ვიტრაჟები, რაც ექსტერიერს და ინტერიერსაც ალამაზებს.

ობიექტის ენერგოეფექტური მშენებლობა

შესრულდა სახლის სრული თბოიზოლაცია, რამაც მშენებლობა მაქსიმალურად ენერგოეფექტური გახადა. ფასადი მოპირკეთდა დეკორატიული აგურით, რომლის ფერიც შეირჩა ლანდშაფტის შესაბამისად. სახლი ფაქტიურად ორი ნაწილისგან შედგება, რომელსაც აერთიანებს ერთსართულიანი შენობა. ყველა კედელი როგორც ავღნიშნეთ მონოლითურია.

გადაწყდა აუზების მშენებლობა არასტანდარტული მორკალური ფორმით. ამ შემთხვევაში საცურაო აუზმა არამხოლოდ პრაქტიკული, არამედ დეკორატიული დატვირთვაც მიიღო. დეკორატიულ ტბასთან ერთად იგი ალამაზებს საერთო ლანდშაფტურ ფონს. ლანდშაფტური მშენებლობა ამ პროეტში კარგადაა დაგეგმილი, ყველა ელემენტი შერწყმულია სახლის დიზაინთან. ეზოში დიდი ლამაზი ფანჩატური აშენდა, რომელიც კარგად ჯდება საერთო ხედში. ეზოს გამწვანებაზე იზრუნეს ჩვენი გუნდის ფლორისტებმა. მათი დაგეგმვით სახლის გარშემო ეზო პატარა პარკს დაემსგავსა. მშენებლობის პროცესში ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ დამკვეთის ოჯახს ლამაზი და უსაფრთხო გარემო მიეღო.

საბოლოო ჯამში ერთ-ერთი გამორჩეული პროეტი განვახორცილეთ, მიუხედავად იმისა რომ შედარებით გახანგრძლივებული ვადები დაგვჭირდა, ობიექტის მასშტაბის და ლანდშაფტური დიზაინის გამო.

 

 

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები