სასტუმრო თბილისის ძველ უბანში

ჩვენი ჯგუფის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი საინტერესო პროექტი გახლდათ სასტუმროს მშენებლობა და რემონტი. ამ შენობის ნახვისას ვერაფრით წარმოიდგენთ, თუ რამდენად უსახური ნახევრადნანგრევების ადგილას აშენდა იგი. მუშაობის პროცესში არქიტექტურული პროექტი არაერთხელ გადაკეთდა, მშენებლობის და რემონტის დროსაც მუდმივად შეგვქონდა ცვლილებები, დამკვეთის სურვილით და საჭიროების მიხედვით, რათა მაქსიმალურად განსხვავებული დიზაინი შექმნილიყო. საბოლოოდ საკმაოდ ლამაზი და წარმატებული პროექტი გამოვიდა.

სასტუმროს მშენებლობას სახლის მშენებლობისგან განსხვავებული მოთხოვნები და სპეციფიკა აქვს

მშენებლობის და დიზაინზე მუშაობის პროცესი შრომატევადი იყო, რადგან ობიექტი თბილისის ძველ ისტორიულ უბანში მდებარეობდა და უნდა დაეკმაყოფილებინა მუნიციპალიტეტის რეგულაციები ისტორიული ზონის განაშენიანებაზე.

უპირველესად მოხდა ძველი შენობის ნაწილის დემონტაჟი, შემდგომ დარჩენილის გამაგრებითი სამუშაოები და ახალი ნაწილის მშენებლობა. სასტუმროს სახურავზე მოეწყო ტერასა მეტალის კონსტრუქციისგან დამონტაჟებული შემინული ბარით. ობიექტზე შესრულდა ღობის მშენებლობა, რომელიც ძველი აგურით მოპირკეთდა.

დიზაინი და რემონტი თბილისური კოლორიტის და თანამედროვე სტილის შერწყმით

ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინი არის შესრულებული შერეულ სტილში. აზიური, ქართული და ევროპული რემონტი ფრაგმენტების გამოყენებით. რეცეპშენის  სართული გამორჩეულია კლდის ფრაგმენტით. ეს კლდის ნაწილი ობიექტის ლანდშაფტიდან გამომდინარე ხელს უშლიდა მშენებლობას, მისი მონგრევა დიდ სირთულეს და საშიშროებას წარმოადგენდა. გამოსავალი მუშაობის პროცესშივე ვიპოვეთ, შეიქმნა დიზაინი რომელშიც ეს კლდე ინტერიერის ნაწილად გამოიყენეს.

ყველა სამუშაო, არქიტექტურული პროექტიდან სასტუმროს სრულ რემონტამდე შესრულდა ერთ წლამდე ვადაში.

 

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები