სახლის მიმდინარე რემონტი, ბაკურიანი

სრულდება რემონტი დაბა ბაკურიანში. თავიდანვე მოგვეწონა პროექტი, რადგან კურორტზე საერთო არქიტექტურული ფონი საკმაოდ არაესთეტურია ერთიანი დაგეგმარების არარსებობის გამო. სახლი აშენებულია თანამედროვე სააგარაკო სტილში.

ჩვენი სარემონტო ჯგუფი ასრულებს მიმდინარე რემონტს. რამოდენიმე საძინებელი თავისი აბაზანა-ტუალეტით, ტერასა -აივნები და სამზარეულო სასადილო ოთახი. შესრულდა სახურავის დათბუნება, ელექტრო ქსელის მოწყობა, მეტალის კონსტრუქციისგან აეწყო ხვეული კიბე. ბინის რემონტი იაფად და ბიუჯეტურად უნდა გამოსულიყო, დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით, გამოვიყენეთ შედარებით ბიუჯეტური მოსაპირკეთებელი მასალები.

სადა და გემოვნებიანი დიზაინი და რემონტის ჩვეული მაღალი ხარისხი რათქმაუნდა შენარჩუნდა.  დიდი მისაღები ოთახისთვის აშენდა ბუხარი, რომელიც მოპირკეთების ეტაპზეა.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე ძირითადად ასეთივე კარგი და ლანდშაფტზე მორგებული სახლები და სასტუმროების შენობები აშენდება.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები