სახლის მშენებლობა, მრავალბინიანი სახლის დასრულებული პროექტი, ორთაჭალა

ჯგუფის მიერ შესრულებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობა

ორთაჭალაში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იყო, რომელიც ჩვენი კომპანიის ჯგუფის მიერ აშენდა.

სამშენებლო კომპანიის მიდგომა მშენებლობის პროცესში

რა ჯდება სახლის მშენებლობა? – პირველი კითხვაა, რომელიც ხშირად გვესმის დამკვეთებისგან, რაც არასწორია. სანამ არ არსებობს სახლის დაზუსტებული პროექტი, რთულია და არასწორია ფასზე საუბარი. რადგანაც საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს მშენებლობის ფასზე. მაგალითად ადგილმდებარეობა, ნაკვეთის გეოლოგია, სამშენებლო რეგულაციები, უპირველესად თავად შენობის პროექტი. რა დონეზეა გართულებული პროექტის კონსტრუქციული ნაწილი. ამის მიხედვით დგება ხარჯთაღრიცხვა და შემდგომ ფასი აღარ იცვლება.

ორთაჭალაში საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი

მთელ სამშენებლო პროცესს სახლის არქიტექტურა გვკარნახობს, დაწყებული საჭირო საძირკველიდან შენობის ფასადით დამთავრებული. მშენებლობის ხანგრძლივობაც ძირითადად არქიტექტურაზეა დამოკიდებული. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი და მშენებლობა დაგვიკვეთა უცხოელმა ინვესტორმა. თავიდან პროექტში გათვალისწინებული იყო ოთხი სართული. უკვე დაწყებული მშენებლობის პროცესში პროექტში შეიტანეს ცვლილებები და კიდევ ერთი სართული დაემატა.

სახლის შავი კარკასის მშენებლობა

სახლის კარკასის აშენებას დასჭირდა ექვსი თვე. შემდგომი სარემონტო სამუშაოებით, რათა სრულ თეთრი კარკასის მდგომარეობამდე გადაგვეყვანა შენობა, ჯგუფს ერთ წლამდე ვადა დაჭირდა. იმოქმედა ვადებზე მუშაობის პროცესში პროქტში ცვლილებებმაც.

შენობა ნაგებობის კლასების სწორი გათვლა იძლევა საშუალებას რომ მშენებლობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები უპრობლემოდ შევიტანოთ. შესრულებული სახლი გამოირჩეოდა იმით რომ კონკრეტულად ამ დასახლებაში, იმ ეტაპისთვის პირველი მრავალბინიანი კორპუსი იყო.

უსაფრთხო მშენებლობა კომპანია

რაც მთავარია საცხოვრებელი სახლი აშენდა ყველა სამშენებლო ნორმის დაცვით და საცხოვრებელი კორპუსი გარანტირებულად უსაფრთხოა.

სახლის მშენებლობა ფასი, მშენებლობის ხარისხი და სხვა დეტალები ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაარკვიოთ ჩვენს სპეციალისტებთან ოფისში ან სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები