დასრულებული პროექტი ბათუმში, სარემონტო კომპანიის მიერ შესრულებული სწრაფი კვების ობიექტის რემონტი და მოწყობა
კომერციული ფართის რემონტი და კვების ობიექტის მოწყობა განსხვავდება ჩვეულებრივი ბინის რემონტისგან. სპეციფიურია ასევე კომერციული ფართის დაგეგმარებაც. აქ არსებობს გარკვეული სტანდარტები და კვების ობიექტის მოწყობის ნორმები, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია.
კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა, როდესაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ერთ-ერთ კაფეზე მოგვიწია მუშაობა. დაკვეთა მივიღეთ “SUBWAY” სწრაფი კვების კაფის მშენებლობა-რემონტზე ბათუმში.
კაფეს სარემონტო სამუშაოების სპეციფიკა
ყველა ოთახზე და ყველა სივრცეზე ცალცალკე იყო გაწერილი შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების სტანდარტები და სამუშაო გეგმა. მსოფლიო ბრენდს აქვს თავისი მოთხოვნები, რომელიც ყველა ობიექტზე უნდა იყოს დაცული. გამოვყავით სარემონტო ჯგუფი, რომელსაც უკვე ქონდა გამოცდილება კომერციულ პროექტებზე მუშაობის.
რემონტის ხარისხის კონტროლი
სარემონტო სამუშაოები დაყოფილი იყო სისტემად, და ყოველი ეტაპის ბოლოს ვახდენდით მასალების უსაფრთხოების და ხარისხის მკაცრ კონტროლს. მასალის დიდი ნაწილი, ასევე ავეჯი და ტექნიკა იყო ბრენდის სათაო წარმომადგენლობის მიერ გამოგზავნილი. ჯგუფის მიერ შესრულდა ელექტრო და წყლის გაყვანილობის მონტაჟი, გათბობის და კონდიცირების სისტემა, განათებების მონტაჟი, ავეჯის და მოწყობილობების მონტაჟი. ასევე სტანდარტული სამუშაოები როგორიცაა ბლოკით აშენება, ლესვა, მოპირკეთება, სამღებრო სამუშაოები.
ეს ყველაფერი შესრულდა მკაცრად გაწერილ და მოკლე ვადებში.
ჩვენი სარემონტო კომპანია და “Subway” ბრენდი ურთიერთკმაყოფილი დარჩა თანამშრომლობით და წარმატებებს და გაფართოვებას ვუსურვებთ მათ ქართულ ბაზარზე.