კერძო სახლის მშენებლობა, მიმდინარე პროექტი, ელიას მთა

რთული კონსტრუქციის კერძო სახლის მშენებლობა

დავიწყეთ ახალი კერძო სახლის მშენებლობა ელიას მთაზე, თბილისის უბანში რომლიდანაც ხედი მთელ ქალაქზე იშლება. ადგილის გარდა გამორჩეულია სახლის არქიტექტურული პროექტიც. სილამაზესთან ერთად, იგი კონსტრუქციულად რთული შესასრულებელიცაა. მსენებლობის საწყის ეტაპზე პერიმეტრზე ჩაისხა საყრდენი კედლები.  ასაშენებელი მიწის ნაკვეთი საკმაოდ რთული რელიეფით გამოირჩევა. არის ქანობი და სახლიც და ეზოც ტერასებად განლაგდება.ლანდშაფტის დიზაინი და სახლის სტილი შესრულდება ხედების გათვალისწინებით. შესრულდა ოვალური აუზის მშენებლობა. აუზი ჩაისხა 50 კვ.მ. ფართზე და ფორმის გარდა გამოირჩევა დონეთა ცვალებადობით. აუზი ორდონიანია – ღრმა ნაწილი 2.5 მეტრს შეადგენს. პროექტის მიხედვით აუზს სახლის ერთ ერთი ტერასა გადაყურებს.

მიმდინარე სახლის სამშენებლო სამუშაოები

შესრულდა სახლის პირველი მონოლითური ფილის ჩასხმა. კლიმატური პირობების გამო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. ნელ-ნელა იკვეთება სახლის ფორმებიც…

შემდეგი ეტაპისთვის მეორე სართულის მონოლითური ჩასხმა შესრულდა. სულ სახლი სამი სართულიანია.

პარალელურად უკვე დაიგეგმა ეზოს დიზაინი, გამწვანება და ბაღი ტერასებად გაშენდება.

დაგეგმილია მშენებლობის დასრულება და შიდა სარემონტო სამუშაოების დაწყება ზაფხულის სეზონის დადგომისთვის

სამუშაოთა მსვლელობის მიხედვით მოგაწვდით ახალ ფოტოებს.

 

 

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები