ჩვენი მუშაობის სტილი არის ევრო რემონტი და ეკო მშენებლობა

თითოეული მომხმარებელი ჩვენთვის უნიკალურია, ჩვენ მასთან თანამშრომლობას ნულოვანი დონიდან ვიწყებთ, ვაგროვებთ და ვაერთიანებთ ყველა მის აზრს და იდეას. პროექტის განხორციელების პროცესში თითოეული ჩვენი ქმედება აბსოლუტურად გამჭვირვალეა, დამკვეთს აქვს საშუალება ესაუბროს სპეციალისტებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ინფორმაცია მიიღოს ნებისმიერი მისთვის სასურველი არხით. გახსნილები ვართ კომუნაციისათვის და შენიშვნებისათვის. ყველა ეტაპზე ხდება სამუშაოთა სრული კონტროლი, ობიექტის საბოლოოდ ჩაბარებამდე. ჩვენთვის პირველ ადგილზე დამკვეთის ნდობა და კმაყოფილება დგას!

უსაფრთხო სახლების მშენებლობა

წარმატებით ვახორციელებთ კერძო სახლების და კოტეჯების სწრაფი მშენებლობას. გარდა ამისა შევასრულებთ თქვენი  დაუმთავრებელი მშენებლობის მენეჯმენტს (ე.წ. პრარაბის მომსახურება) . სახლების და აგარაკების დაპროექტება მშენებლობაში დიდი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს კონსტრუქციულად რთული და ლამაზი შენობების მშენებლობა შევასრულოთ. ჩვენი კლიენტთა ბაზა ფართოვდება და სულ უფრო სხვადასხვა ტიპის მშენებლობა რემონტი დაკვეთების შესრულება გვიწევს. პორტფოლიოში გვაქვს ბევრი უკვე შესრულებული საინტერესო საცხოვრებელი სახლი თუ კომერციული ობიექტი.

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის მშენებლობაა თუ რემონტი, ჩვენს მიერ გაწეული მომსახურება ყოველთვის მაღალ დონეზეა. სახლის მშენებლობის ან სახლის შავი კარკასის ან თეთრი კარკასის რემონტის შეკვეთისას მშვიდად იქნებით, რადგანაც შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება პროექტის მოთხოვნებს და დამკვეთის მოლოდინს.

ჯგუფში მაღალკვალიფიცირებული თანამშრომლების და ხელოსნების არსებობა ჩატარებული სარემონტო-მოსაპირკეთებელი თუ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მაღალი ხარისხის გარანტიას გაძლევთ, სახლის აშენება მისაღები ფასი ჯდება, პროცესში გაძვირების და ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

ყველა სარემონტო სამუშაო სრულდება თავის დროზე და გარანტიით, რომ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში თქვენი ბინის რემონტი დიზაინი იდეალურად გამოიყურება. 

ჩვენ ვაშენებთ ისე, რომ თითოეული ახალი საცხოვრებელი კერძო სახლი ან აგარაკი იყოს ახალი ბედნიერი ისტორიის დასაწყისი!