ოფისის ბიუჯეტური სარემონტო სამუშაოები
ჩვენი ჯგუფის მიერ გარემონტდა საოფისე ფართი ლეონიზის ქუჩაზე. გადაკეთდა უკვე არსებული სივრცე და ოფისის ინტერიერი მოერგო დამკვეთი კომპანიის ფერებს და დიზაინს. რემონტი შესრულდა თანხების მაქსიმალური დაზოგვით და დაჩქარებულ ვადებში. ჩვენი დეკორატორის შერჩეული ინტერიერის ფერებით და დეტალებით მივიღეთ ძალიან კარგი ნათელი სამუშაო სივრცე.