რემონტი შავი კარკასიდან ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირი

სრული სარემონტო სამუშაოები მიმდინარე ობიექტზე

ობიექტი მდებარეობს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე. ბინა 120 კვადრატული მეტრია. ჩვენი გუნდის მიერ შესრულდა რემონტი დიზაინი და ბინის დაპროექტება.

ოთახების დაპროექტება რემონტისას

ბინაში გამოვიყენეთ დიდი შავი ალუმინის ვიტრაჟები. საძინებელის რემონტისას მინის გასაწევი კარებით გამოიყო საძინებელი ზონა და სააბაზანოს ზონა, დამკვეთის სრული კომფორტისთვის. სველი წერტილი უშუალოდ საძინებელს ესაზღვრება და იმავე დროს აბსოლუტურად გამოირიცხა ნესტის გავრცელება ბინაში. სამზარეულო და მისაღები ოთახი სტუდიოს ტიპისაა.

ინტერიერის  დიზაინის თანამედროვე მიდგომა 

სამზარეულოს რემონტი დაიგეგმა შავი გლუვი ავეჯით და მასიური გლუვი ქვით მოპირკეთდა. მისაღებ ოთახში დამონტაჟდა ელექტრობუხარი, რომელიც თაბაშირმუყაოს კონსტრუქციის პორტალში ჩავსვით. დაიფარა დეკორატიული ხის პანელით.  ინტერიერის დიზაინი გადაწყვეტილია მონოქრომულ, თეთრ-რუხ-შავ ტონებში. დაცულია თანამედროვე რემონტებისთვის დამახასიათებელი დახვეწილი მინიმალიზმი.

შავი კარკასიდან შესრულებული რემონტი

შავი და თეთრი კარკასის კაპიტალური და მიმდინარე რემონტი განსხვავდება. როდესაც რემონტი შავი კარკასიდან იწყება, იქ თავიდანვე ვაკეთებთ სწორ დაგეგმვას, დატიხვრას და გათვლებს. თავიდანვე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოების ხარისხის სრული კონტროლი. როდესაც თეთრი კარკასიდან მიმდინარე რემონტს ვიწყებთ, უმეტესად გვხვდება სირთულეები. ხშირად დეველოპერები არასრულყოფილ თეთრ კარკასს აბარებენ, რის გამოც ბევრი დემონტაჟი და გადაკეთება გვიწევს.

ამ ბინის შემთხვევაშიც ასე მოხდა, სრულად დაჭირდა ელექტრული სადენების ამოყრა და თავიდან გაქსელვა. დაინგრა ტიხრები და კარების და ფანჯრების ღიობები.

დიდი ბინის კოსმეტიკური და სრული რემონტი

დიდი ბინის კოსმეტიკური რემონტი სრულდება თუ პატარა ბინის რემონტი, ვადები დაახლოებით ერთნაირია. ძირითადად სხვაობაა დიზაინერის მიერ გამოყენებულ ინტერიერის ელემენტების მასშტაბში და გამოყენებული მასალის რაოდენობაში. თანამედროვე რემონტისთვის ჩვენი დიზაინერი ქმნის ინტერიერს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამკვეთის მოთხოვნებს. ამ ბინის რემონტის შემთხვევაში დამკვეთის გემოვნება სრულად დაკმაყოფილებულია.

მიმდინარე პროექტი დასრულების სტადიაშია. რა ჯდება რემონტი შეგიძლიათ ჩვენთან კონსულტაციისას გაარკვიოთ, რომელიც აბსოლუტურად უფასოა!

 

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სხვა პროექტები